დავით ბაქრაძე - პრემიერი ვერ აცნობიერებს, რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ხელისუფლება და მთლიანად ქვეყანა

პრემიერ-მინისტრი ვერ აცნობიერებს, რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ხელისუფლება და მთლიანად ქვეყანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან მთავრობის სხდომის დანიშვნის ინიციატივასა და პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი უარს აცხადებს იმ თემების განხილვაზე, რაზეც საზოგადოება მთავრობისგან ელოდება.

„პრემიერ-მინისტრი უარს აცხადებს დიალოგზე. ის უარს აცხადებს იმ თემების განხილვაზე, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას, რომელზეც საზოგადოება ელოდება პასუხს პირველ რიგში სწორედ ხელისუფლებისგან და მთავრობისგან. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ დღევანდელი მთავრობა შევიდა იმ კრიზისში, საიდანაც გამოსავალი არის ერთი: არჩევნები და არჩევნების გზით მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა, ქვეყნის წინ წაყვანა ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ამიტომ დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნებას“ ამოეწურა რესურსი და საქართველოს მომავალზე გზა გადის სწორედ 28 ოქტომბერს ოპოზიციის გამარჯვებაზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს