მთავრობის ადმინისტრაცია - მზად ვართ, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი საკითხები სხდომაზე განვიხილოთ, თუკი პროცედურული წესის დაცვა მოხდება და პრეზიდენტი მოგვმართავს

თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზრუნველვყოფთ, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რითაც მთავრობის სხდომის მოწვევისა და მასზე დასწრების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ არის წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.

"მთავრობის ადმინისტრაცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ იქნება წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზუნველვყოფთ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი სწორედ ის მუხლია, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით მიმართოს საქართველოს მთავრობას. სწორედ 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი. ეს კანონმდებლობით დადგენლ წესს არ შეესაბამება,"- განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მიქელაძის ინფორმაციით, თუკი პრეზიდენტი გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის მოთხოვნით უშუალოდ თვითონ მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას და დოკუმენტზეც მისი ხელმოწერა იქნება, მთავრობა ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტს ვერ შეუზღუდავს. ამასთან, ნათია მიქელაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ გაგზავნილ წერილში ის საკითხები, რისი განხილვაც პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე სურს, ერთი დასათაურებით არის წარმოდგენილი და ინფორმაციულად გაშლილი არ არის.

"პროცედურული წესის დაცვის შემთხვევაში, მთავრობა მზად არის, რომ განიხილოს მთავრობის სხდომაზე ის საკითხები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს... ამჯერად წარმოდგენილი წერილით საკითხი მოცემულია ერთი დასათაურებით. არ არის საკითხი ინფორმაციულად გაშლილი,"- განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა