მამუკა ბახტაძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, არად ბენკოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველო-ავსტრიის მჭიდრო ურთიერთობები, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, სამთავრობო რეფორმები, შექმნილი ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ მზარდი ინტერესი განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა და ავსტრიელმა დიპლომატმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის მეგობრულ და დინამიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

ავსტრიული მხარის შეფასებით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია ქვეყანა გახდეს რეგიონული ჰაბი - ფინანსების, ლოგისტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა მიმართულებებით წარმატებულია, რასაც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობს.

„შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონული მასშტაბის პროექტებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ავსტრიის ფედერალური კანცლერის შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. აგრეთვე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრემიერმა ავსტრიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა