გოგა ხაინდრავა სუბელიანზე - მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი მამა, რომელიც თავისი შვილის დაცვას არ შეეცდება

მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი მამა, რომელიც თავისი შვილის დაცვას არ შეეცდება, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მირზა სუბელიანზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არ იცის, რომ მისი გვარი იყო ნახსენები გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში. ხაინდრავას თქმით, მას მირზა სუბელიანი მხოლოდ ერთი-ორჯერ ჰყავს ნანახი.

„მე არ ვუსმენ ფარულ ჩანაწერებს, რადგან ესაა კოშმარი, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ეს ქვეყანა ამყოფოს. აბსოლუტურად არ მაინტერესებს ასეთი საკითხები, არც „რუსთავი 2"-ს ვუყურებ. მე არ ვიცი რატომ იყო ნახსენები ჩემი გვარი ამ შემთხვევაში. მე მირზა სუბელიანს ვიცნობ, ერთი ორჯერ ვართ შეხვედრილი. ანაკლიაში ფილმს ვიღებდი და იქ იყო მაშინ. ამით შემოიფარგლება ჩვენი ნაცნობობა", - განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" მხრიდან სუბელიანების ოჯახის დევნა მიმდინარეობდა, რაზეც მან თქვა, რომ სამარცხვინოა და შეიძლება ამიტომ გამოხატა მადლიერება მირზა სუბელიანმა ჩემს მიმართ.

„ითხოვდნენ მის დაპატიმრებას, ასევე მისი მეუღლისა და შვილის დაპატიმრებას. ნამდვილი დევნა იყო. 30-იან წლებში, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წინაპრები - ბოლშევიკები ახორციელებდნენ, ზუსტად ისეთი დევნა დაიწყო. მაშინ ვთქვი, რომ ესაა სირცხვილი. მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი მამა, რომელიც თავისი შვილის დაცვას არ შეეცდება", - განაცხადა ხაინდრავამ. მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენები კარგად დაგეგმილი "მოსკოვური" სპექტაკლია.

„ეს ყველაფერი ინსპირირებულია კარგად გაწერილი მოსკოვური სპექტაკლით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აირიოს, ეს ქვეყანა დაანგრიონ და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, რადგან „კაგებეს" მაიორ ვაშაძეს არანაირი შანსი არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. მითუმეტეს ბაქრაძეს", - განაცხადა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხაინდრავა ორჯერ ჰყავს ნანახი და „სადაც გამოდის კარგის მეტს არაფერს არ ლაპარაკობს“.

იხილეთ ვიდეო: "ადამიანმა სუიციდი სცადა... ისეთ დღეში ჰყავს ნიკოლოზ გვარამიას" - გოგა ხაინდრავა მირზა სუბელიანზე

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს