ელიზაბეთ რუდი - როგორც გავიგეთ, „აილენდის“ ხომალდების სახელწოდება იქნება „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“,  ვაფასებთ თქვენს არჩევანს - ამ ხომალდების გადასაცემად   უკეთეს ქვეყანას ვერ ავარჩევდით

როგორც გავიგეთ „აილენდის“ ხომალდების სახელწოდება იქნება „დიოსკურია და „ოჩამჩირე“ - ვაფასებთ თქვენს არჩევანს, ხოლო ჩვენ უკეთეს ქვეყანას ვერ ავარჩევდით ამ ხომალდების გადასაცემად, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ფოთში, ამერიკული საზღვაო ხომალდების საქართველოსთვის გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ხომალდები არის „აილენდის“ კლასის პირველი ხომალდები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ელიზაბეთ რუდმა გამოსვლის სიტყვა სრულად ქართულ ენაზე წარმოთქვა.

„როგორც გავიგეთ ამ ხმალდების სახელწოდება იქნება „დიოსკურია და „ოჩამჩირე“ - ვაფასებთ თქვენს არჩევანს, ხოლო ჩვენ უკეთეს ქვეყანას ვერ ავარჩევდით ამ ხომალდების გადასაცემად. ჩემთვის სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ მათზე ამაყად იფრიალებს საქართველოს დროშა“, - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისივე თქმით, ამ ხომალდების მთავრობისთვის გადმოცემა აშშ-სა და საქართველოს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგია.

„აილენდის“ ტიპის ხომალდები კარგად ემსახურნენ ამერიკელ ხალხს. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი უზრუნველყოფენ ასეთივე დონის მხარდაჭერას საქართველოს სანაპირო დაცვისთვის. ეს ხომალდები თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით დაეხმარება საქართველოს გახდეს ნატო-ს სანდო პარტნიორი ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში და გააფართოვოს თანამშრომლობა სხვა პარტნიორებთან ამ რეგიონში.

წინა ჯერზე საქართველომ მიიღო 82-ფუტიანი 2 ხომალდი, რომლებსაც შეაქვთ უკვე წვლილი საზღვაო უსაფრთხოებაში. აშშ-მ უზრუნველყო ქართული ეკიპაჟისთვის სწავლებები ხომალდების მოვლა-პატრონობისა და მართვის საკითხში, მათ შორის ძრავის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ნავიგაციის რუკაზე დატანა და ა.შ. ქართულმა ეკიპაჟმა კი ამერიკულ ეკიპაჟს ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა გაუზიარა. ჩვენი დახმარება ამ ხომალდების გადმოცემით არ დასრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას, უზრუნველვყოფთ სწავლებებს და საზღვაო-ოპერაციული ცენტრის მხარდაჭერას.

შავი ზღვის რეგიონი არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. საქართველოს რთული სამეზობლო ჰყავს. ოკუპირებული რეგიონები წარმოადგენს განსაკუთრებულად რთულ გამოწვევას უკანონო ვაჭრობის კუთხით. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე გაწეული ძალისხმევისთვის“, - განაცხადა რუდმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია