გიორგი გახარია - ყველაფერს გაეცემა სამართლებრივი პასუხი

ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის საქმე, რომელიც განიხილება სხვადასხვა ეთერებში, შედის იმ პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებში, რომელსაც უნდა დაძაბულობით და პოლიტიკური ტემპერატურის აწევით მიაღწიოს რაღაც შედეგებს.

გახარიას თქმით, ნებისმიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ყველა საკითხს, რომელიც განიხილება ამა თუ იმ დონეზე, სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

„ყველაფერს გაეცემა სამართლებრივი პასუხი ყველა დონეზე. დღეს ჩვენ ვართ არჩევნების კონტექსტში და ყველა კითხვა გამომდინარეობს სწორედ აქედან. ყველა ის საქმე, რომელიც განიხილება სხვადასხვა ეთერებში, სხვადასახვა დროს, სხვადასხვა ინტონაციებით, გამომდინარეობს სწორედ ამ ინტერესებიდან. ეს ყველაფერი შედის იმ პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებში, რომელსაც უნდა დაძაბულობით და პოლიტიკური ტემპერატურის აწევით მიაღწიოს რაღაც შედეგებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს