ევროკავშირის ელჩი ფარული ჩანაწერების შესახებ - თუ ამ საქმეს დამაჯერებელი პასუხი არ გაეცემა, ეს შეშფოთებას გამოიწვევს

ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა, რომ ფარულ ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, სანდო გამოძიება უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ეს საჭიროა, რათა ნდობა აღდგეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მათ შორის ინვესტორებისთვისაც.

„რაც შეეხება რიგ საკითხებს, როგორიც არის ჩანაწერების გავრცელება, ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა, რომ სანდო გამოძიება უნდა ჩატარდეს. ეს საჭიროა, პირველ რიგში, რათა ნდობა აღდგეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მათ შორის ინვესტორებისთვისაც, ვინაიდან ამაში შეიძლება დაინახონ სისტემა, რომელიც არ არის სანდო, რომელიც მათ უფლებებს არ იცავს. თუ ამ საქმეს დამაჯერებელი პასუხი არ გაეცემა, ეს შეშფოთებას გამოიწვევს. ამავდროულად ჩვენ არ ვართ მოსამართლეები და პროკურორები. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ამ საკითხებს ყურადღებით დავაკვირდებით“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს