კახა კახიშვილი - არასდროს მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, არც დაკავებამდე ორი დღით ადრე და არც დაკავების შემდეგ, ჩემთვის არც ის უთქვამთ, რომ სუბელიანი ციხის პირობებს აპროტესტებდა

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, ის პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს არც დაკავებამდე 2 დღით ადრე და არც დაკავების შემდეგ არ შეხვედრია.

კახა კახიშვილის თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში არც ერთი პატიმარი განსაკუთრებულ პირობებში არ იმყოფება.

„მე მოვუსმინე ჩანაწერებს და მე ისეთი დასკვნა გავაკეთე, რომ საუბარი იმაზეა, რომ მირზა სუბელიანი საპატიმრო პირობებით კმაყოფილი მაინცდამაინც არ იყო, შესაბამისად, ამას წინ უძღოდა საუბარი, თითქოს მე და მას შეხვედრა გვქონდა და მოვილაპარაკეთ. მგონი, ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ორი ნათქვამი წინადადება ერთმანეთს არ შეესაბამება. ერთი მხრივ, მოვილაპარაკეთ კარგ პირობებზე და მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივად ისეთ პირობებში, როგორშიც ყველა პატიმარია. მინდა გითხრათ, რომ დახურულ დაწესებულებებში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობეში, ყველას აქვს ნორმალური, სტანდარტში ჩამჯდარი პირობები. განსაკუთრებული პირობები არავის არ აქვს და ამაზე თავად მირზა სუბელიანმა ისაუბრა ამ ჩანაწერში“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის თქმით, მისთვის არასდროს მიუტანიათ ინფორმაცია, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში მოთავსებული მირზა სუბელიანი საპატიმროში არსებულ პირობებს აპროტესტებდა.

„რაც შეეხება 2013 წლის ეპიზოდს, მგონი ყველა მიცნობთ და იცით, რომ მაინცდამაინც მე მედიასთან კომუნიკაცია არ მაკლდა და თუ რამე მქონდა სათქმელი, ამის შესახებ მედიაში ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი და თავად რამდენიმე სტატიაც იყო მოყვანილი, სადაც ვსაუბრობდი და ვაკრიტიკებდი თუნდაც რაღაც გადაწყვეტილებებს იმდროინდელ პენიტენციურ სისტემაში. ასე, რომ მინდა, პირდაპირ გითხრათ, ერთი - არასდროს არ მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ვიყავი და სრული უფლება მქონდა, შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს. მეორე მხრივ, არასდროს არ ყოფილა ჩემამდე მოტანილი ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი აპროტესტებს იმ პირობებს, რა პირობებშიც ის მე-8 დაწესებულებაში იყო განთავსებული“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება