სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განმარტა, ბრალდებულის მიმართ არსებული განჩინება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უცვლელი დარჩება.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხს. სასამართლო სხდომა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის თაობაზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს