ლალი მოროშკინა - “ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაა, რომ ფარული ჩანაწერებით მირზა სუბელიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ

კოჰაბიტაციის ნაწილი იყო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი პროკურორი, რიგითი ჯარისკაცი მირზა სუბელიანი “ოცნების“ წევრი უნდა გამხდარიყო, - ამის შესახებ ლალი მოროშკინამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაა, რომ ფარული ჩანაწერებით მირზა სუბელიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ და ახსენონ ისეთი მძემეწონიანი ფიგურები, რომლებიც ბრძოლისთვის მუდამ მზად არიან - კახა კახიშვილი და მე. გადასარევად იციან ჩვენი ხასიათი. ვერ გათვალეს, რომ არც მე და არც კახიშვილი მირზას ბრძოლას არ დავუწყებდით. ამისთვის არის სხვადასხვა პირობები და გარემოებები. 2013 წელს მე ვიყავი მრჩეველი სასჯელაღსრულების უწყებაში, ხოლო მირზა სუბელიანი იყო გენინსპექციის უფროსი. ჩვენ ერთმანეთისთვის არასდროს დაგვიმალავს, რომ იყო დრო, როცა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიდექით, როდესაც ის 26 მაისის საქმის პროკურორი იყო, ხოლო მე ოპოზიციაში მიტინგებზე ვიდექი. ეს 2012 წლამდე იყო. როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება“ მოვიდა და მე სასჯელაღსრულების სამინისტროში მრჩეველი ვიყავი, სოზარ სუბარმა მირზა სუბელიანის კანდიდატურა შემოგვთავაზა. ეს იყო კოჰაბიტაციის ნაწილი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი პროკურორი, რიგითი ჯარისკაცი “ოცნების“ წევრი უნდა გამხდარიყო. მას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. მირზა სუბელიანს აქვს კარგი თვისება. ის ყოველთვის პირდაპირ ამბობს, რასაც ადამიანზე ფიქრობს. ჩვენ დასაწყისშივე მივეცით ინფორმაცია ერთმანეთზე, რომ მე მახსოვხარ შენ მიტინგებიდან, მე მახსოვხარ - პროკურატურიდან, ახლა გასაკეთებელი გვაქვს საერთო საქმე, რასაც ციხის ევროპულ ციხედ გადაკეთება ჰქვია და იმ უბედურების აღმოფხვრა, რაც ციხეებში მიხეილ სააკაშვილმა დატოვა. ჩვენ კარგად ვითანამშრომლეთ, ვითანამშრომლეთ პროკურატურასთან ერთად“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მოროშკინა იმასაც ამბობს, რომ მირზა სუბელიანი არის სოზარ სუბარის ნათესავი და “ეს არის რაღაც სვანური კლანი“. “მე ყოველთვის ვამბობ, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთის გატანა და ერთმანეთის გვერდში დგომა შეუძლიათ. მათ აქვთ ერთი კარგი თვისება, რომ შანსს აძლევენ ერთმანეთს - სწორედ ეს შანსი მისცა სოზარ სუბარმა მირზა სუბელიანს. არც ერთხელ არ შემიმჩნევია მირზას ქმედებაში, რომ რაღაც ცუდად იქცეოდა, რაღაც მიყურადებული იყო ვინმეზე ან რაღაც ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს