სავარაუდოდ მირზა სუბელიანი - ჯოჯოხეთი გავიარე, ჩემნაირი ტიპისთვის აქ ჯდომა არის ჯოჯოხეთი, ის კი არაა მატროსოვივით, შედარებით სიმშვიდეა, სიწყნარეა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ დღეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ახალ დეტალებს ასაჯაროებს. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დამხობით ემუქრება. მათივე ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლებაზე გაბრაზებულია და შურისძიებაზე საუბრობს.

„მირზა სუბელიანი - არ ვიყიდები, რომ გამოვალ მერე დავილაპარაკებ ვიღაცებთან რა, ოქროს კოშკებს რომ აგებდნენ...

ვიქტორ ჯაფარიძე - რა ოქროს კოშკები უნდა ააგონ?

მირზა სუბელიანი - ჯოჯოხეთი გავიარე, ჩემნაირი ტიპისთვის აქ ჯდომა არის ჯოჯოხეთი, ის კი არაა მატროსოვივით, შედარებით სიმშვიდეა სიწყნარეა, რაღაცაა. აქ გინდა არ გინდა, რაღაცები მოგდის, ჩეპეები. მარა არაფერია კაცო, ჩემგან წუწუნს გაიგებ? მე ერთ რამეს ვერ ვიგებ, ჩემნაირი საქციელი ჩაიდინა ვინმემ სახელმწიფოში? ამის დედა შე...ცი. რატომ არ არის ჩემს წინაშე ნდობა, ეს მაყ...ებს ტო. რაღაცას რომ ვთხოვ, ჯერ რას ვთხოვ, ასი წელი არ ვიკადრებ, მაგრამ შე დედა...ლო სიგარეტს რო გამიჩერებ პაჩკებში და... მაქვს დაშავებული კაცური სიტყვიდან გამომდინარე. პრ...ი რომ არ ვარ, მაგიტომ უნდა ვიჯდე? ამას განვიცდი ბიჭო. ერთადერთი ფაქტორი რაც მაჩერებდა იყო სოზარი. მეტი ვინმემ გამაჩეროს იმის ... რა. რა გააკეთეს ჯერ სვანეთში? ხოჯევანიშვილი ტ...ში წიხლით გავაგდეთ სასჯელაღსრულების სამინისტროდან და მოიყვანეს გუბერნატორად და ახლა მაგის ძმა წყვიტავს ყველაფერს.

ვიქტორ ჯაფარიძე - ვინაა ხოჯევანიშვილი?

მირაზა სუბელიანი - ვინააა და ვინც ამოგიყვანა სპეცნაზი სვანეთში! გენინსპექციის უფროსი და მაგისი ძმა. არაფერი არ გინდა, შედი და მაგისი ქონებები ნახე და მერე ვანო მერაბიშვილისა და ნახე, ვინ გყავთ ხელისუფლებაში. ზიან ბიჭო და კიდევ ჩემს სახელსა და გვარს ატრიალებენ. თითო შემოსვლაზე, ყოველთვის უწევს წვალება, დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დარეკვა და ნამცხვარი კრემიანი არის თუ არა... ცარიელი ხელებით მოვამტვრევ ცხვირ-პირს. იმის ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ ... სისტემაში ჩახედე, არაფერი არ მუშაობს, ერთი თვე სნიკერსი არ შემოსულა. 97% ზის ბალანდაზე, 126 ოჯახური ძალადობით შტამპავენ, შტამპავენ ამ ხალხს და...ეს ის ციხე არაა, ჩვენს დროს რომ იყო. ერთადერთხელ ვჭამე ბორში და სამი დღე მქონდა იჟოგა. და მერე რომ მოდიოდა ბალანდიორი, ჯამი არ მოგხვდეს თავში მეთქი. კვერცხს რომ ხარშავენ, ცივ წყალში არ ავლებენ. რაის კვება ბიჭო, კატასტროფაა. ჩვენ გვახრჩობდნენ, საიდანაც დაიწყო ეს უბედურება, ის ხალხი ზიან. მაგრამ ვენდეტა მაინც იქნება, მაგრამ სიცივის პერიოდში. ახლა არ ვამბობ რომ ჩქარა და ეგეთები. მე ძმაო ამის თქმა მინდოდა და ამ პოზიციის დაფიქსირება მინდოდა. ყველა პირობა დაირღვა, უფრო მეტი მეგზავნებოდა. საძმაკაცოც ჩაიკეტა და ბიჭები ვერ გადიან კონტაქტზე. ყველა სიტყვა რაც თქვეს დაარღვიეს, კომისიამდე მისული. ეგ მერე სალაპარაკო გახდება ყველა ვარიანტში. რას გავაკეთებ და როგორ გავაკეთებ. დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი იმ მინისტრ კახიშვილთან და მე თვითონ ვუთხარი, მივდივარ ძმაო მეთქი და იმედია შენი მხრიდან პრ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წლამდე ეგ ძალიან კარგად ვიცი მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეტში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი. შენ დაარიგე ლალი მოროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერი ტრ..ში აქვთ მეთქი. რავი დრო ხო არის, რომ რაღაც მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები“, - აღნიშნულია აუდიოჩანაწერში, რომელიც „რუსთავი2“-მა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ აუდიოფაილი ცალკეულ ეპიზოდებადაა დაყოფილი.

იხილეთ ვიდეო: "ისეთს დავარტყამ, ვერ აეწყობიან" - ვრცელდება სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის ახალი, სკანდალური აუდიოჩანაწერის სრული ვერსია

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს