დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტთა ჯგუფის გამოგზავნას სთავაზობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალური განცხადებით მიმართავს.

მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სთხოვს, რომ მოხდეს შესაბამისი ექსპერტების ჯგუფის შექმნა, რომელიც ადგილზე შეისწავლის ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობებს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ როგორც ექსპერტთა ჯგუფში, ასევე ნებისმიერ დროს ცალკე, ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიაში არსებულ ვითარებას.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორმაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა ეს ესკალაცია მატულობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ თხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გამოაგზავნოს ოფიციალური მისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითრებას და დადებს ოფიციალურ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტროს მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან ლუგარის ლაბორატორიას მართავს საქართველოს მთავრობა და არა ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მიმართულია ეპიდემიების და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექციისა და პრევენციისკენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მოხდა რუსი კოლეგების მოწვევა ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ლაბორატორია, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, მიუხედავად ამისა ამ თემის ესკალაცია გრძელდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა