„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა

25 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა „ნიკორას” ხორცპროდუქტების ახალი, თანამედროვე, მასშტაბური საწარმო, რომელიც ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით უნიკალურია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ - აღმოსავლეთ ევროპაში.

2026 წელი კომპანიის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია. ახალ საწარმოში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით. წარმოება სრულად ავტომატიზირებულია და დამონტაჟებულია RFID სისტემები, რაც უზრუნველყოფს პროცესების სრულ კონტროლს, ეფექტიან მართვასა და პროდუქციის მაღალ ხარისხს. ენერგოსაჭიროების დიდ ნაწილს მზის პანელები ფარავს. ახალი ქარხანა ძველზე 3-ჯერ დიდია, თუმცა 2-ჯერ უფრო ენერგოეფექტური. ქარხნის ამოქმედების შედეგად, წარმოება თითქმის 2,5-ჯერ გაიზრდება, ხოლო დამატებით 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ეს წელი ჩვენთვის თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიის დაარსების წელი. „ნიკორას” არსებობის ისტორიაში უკვე მეორედ აშენდა სრულიად ახალი საწარმო, რომელმაც შეცვალა როგორც ტექნოლოგიური მიდგომა, ისე - ბიზნეს პროცესები. ეს ეტაპი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც განვლილი 27 წლის შეჯამება და განვითარების ახალი ციკლის დასაწყისი. ტექნოლოგიური კუთხით „ნიკორას“ ძველი საწარმოც ყოველთვის გამორჩეული იყო, თუმცა ვერც ერთი დანადგარი ვერ მოგცემს იმ შედეგს, რასაც ერთიანი ახალი ეკოსისტემა. ჩვენი გერმანელი პარტნიორების შეფასებით, მსგავსი მაღალტექნოლოგიური საწარმო აღმოსავლეთ ევროპაში პრაქტიკულად არ არსებობს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა” - აცხადებს შპს „ნიკორას” დირექტორი გიორგი წერეთელი.

ახალ საწარმოში იწარმოება ხორცპროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მათ შორის სხვადასხვა სახეობის სოსისი, სარდელი, მოხარშული, შებოლილი და ნედლად შებოლილი ძეხვეული, შაშხები და სხვა სახეობის პროდუქტები.

ახალი საწარმო მასშტაბური საზეიმო ღონისძიების ფორმატში გაიხსნა მოწვეული სტუმრების, პარტნიორებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

„ნიკორას“ ისტორია 1998 წლიდან იწყება და უკვე 27 წელია ხორცპროდუქტების ბაზარზე წამყვან ბრენდად რჩება. პროდუქციის მაღალ ხარისხზე კომპანიის 500-ზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს, რაც განმტკიცებულია არაერთი საერთაშორისო სტანდარტით, რომელიც „ნიკორამ“ წლების განმავლობაში წარმატებით დანერგა.

ახალი საწარმოს გახსნა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისა და თანამედროვე წარმოების გაძლიერების მიმართულებით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები