„რუსთავი2“-ის გავრცელებული ჩანაწერებით, სავარაუდოდ მირზა სუბელიანის და დავით ცუხიშვილის ინფორმაციით, „ოცნებაში“ ზურაბიშვილის გამო განხეთქილება იყო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიო-ჩანაწერით, სავარაუდოდ მირზა სუბელიანის და დავით ცუხიშვილის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილის გამო განხეთქილება იყო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიო-ჩანაწერით, სუბელიანი და ცუხიშვილი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ვითარებას განიხილავენ.

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ყვება, რომ მისი დაკავების საკითხმა გუნდში განხეთქილება გამოიწვია და მხარდამჭერი განცხადების გაკეთება დეპუტატებს კალაძემ აიძულა.

„შიგნით განხეთქილებაა ჩემამდე მოვიდა. ეს რო ჩვენი რო გაყუსულია ეს ყირგიზი, იმისთვის პირდაპირ უთქვამს, შენს ადგილასო რო ვიყო მთავრობაში გავჩერდებოდი კი არა, ქვეყნიდან წავიდოდიო, როგორ დათმე შენი მარჯვენა ხელი, პირდაპირ უთქვამს. პარტიაში გარჩევები იყო, ჩემს თემასთან დაკავშირებით და კახის დაუჭერია რა პოზიცია, ხო არ გამო…. ეს თემა გაირჩა, იმიტომ იყო ესეთი დაშინებული ღამის 12 საათზე ვიქტორა რომ მოაგზავნა, თავისი რომ გაეწმინდა. კობახიძემ რომ განცხადება გააკეთა, იმიტომაც გააკეთა კახის პოზიციიდან ეგ განცხადება“, - აცხადებს სავარაუდოდ მირზა სუბელიანი.

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ასევე ყვება, როგორ ჩამოქვეითდა ივანიშვილის კარზე დაწინაურებული და ერთ-ერთი ყველზე გავლენიანი მინისტრი გიორგი გახარია.

„4 თვეა ვზივარ რაღა დარჩა, რა გააკეთა იმ ყ...-მ შსს-ში. ვინ არის ნორმალური, ვინ, რა რეფორმა ჩაატარა აბა?! ვერც იქნება ვერანაირად გამორიცხული თემაა, ჩემი თემა იქნება საკონტროლო ტყვია მარტო მაგისთვის კი არა, მთელი სახელმწიფოსთვის, შენ ღადაობ? თავში ტვინი რომ ქონდეთ საერთოდ უნდა შეეცვალა აღკვეთი ღონისძიება და გამიშვებდნენ, მარა ტვინი ვინ მისცა მაგათ, ამის დედაც.... შიგნით განხეთქილებაა ჩემამდე მოვიდა. ეს რო ჩვენი რო გაყუსულია ეს ყირგიზი, იმისთვის პირდაპირ უთქვამს, შენს ადგილასო რომ ვიყო მთავრობაში გავჩერდებოდი“, - აცხადებს სავარაუდოდ მირზა სუბელიანი.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი სავარაუდოდ აცხადებს, რომ ივანიშვილის რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი სისტემის შიგნით დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

როგორც სავარაუდოდ ცუხიშვილი ამბობს, ზურაბიშვილს ხმას ძალოვნების დიდი ნაწილი არ აძლევს და ამ პოზიციას არ მალავენ.

მირზა სუბელიანი ასევე საუბრობს ვახტანგ გომელაურზე.

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი - ეს გომელაური პოლიტიკოსი მაინც არის, რა. პოლიტიკოსია, იმას მეტად უჭრის ტვინი, რა. უნდა მოაშორონ ბიჭო ეს სუს-ი ამ არჩევნებს. კაი, ბიჭო, მირზა ციხეში იჯდა და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზე მეტი აგრესიაა, ამის დედა შე....ი.

დათო ცუხიშვილი (სავარაუდოდ) - სრული ქაოსია, რა... გუშინ ერთ-ერთი ბატალიონის უფროსი სუს-დან თქვა, რომ ხო გვთხოვენო, რა, ხმა ასე მიეცი, ისე მიეციო. მე ვაფიქსირებ პროტესტს ზურაბიშვილზეო. მე რო ვიღაცამ მთხოვოს, ხმა მიეცი ზურაბიშვილსო...

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი - ამათ თუ პრეზიდენტობა ვაშაძეს ჩააბარეს, ვაშაძე შეიწყალებს და გამოვა და დაიწყება ტალღა

დათო ცუხიშვილი (სავარაუდოდ) - მიშა ჩამოვა.

იხილეთ ვიდეო: სავარაუდოდ მირზა სუბელიანის და დავით ცუხიშვილის ინფორმაციით, "ოცნებაში" ზურაბიშვილის გამო განხეთქილება იყო - "რუსთავი2"-ის გავრცელებული ჩანაწერები

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო