ექიმების ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იაშვილის კლინიკის ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპერაციული ჩარევის შემდეგ პაციენტი მკურნალობას პალატაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, ოპერაცია რთული იყო, რადგან პაციენტს უცხო სხეულით მიყენებული რთული ტრამვა აღენიშნებოდა. კერძოდ, ნაფლეთოვანი ჭრილობები, ქუსლის ძვლის მოტეხილობა, მყესებისა და კუნთების დაზიანება.

„გუშინ საღამოს კლინიკაში 12 წლის ბიჭი შემოიყვანეს, რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია. აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობა მარცხენა ტერფის არეში. საკმაოდ რთული ჭრილობა იყო. ღრმა, სტრუქტურების დაზიანებებით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამჟამად პაციენტი პალატაშია", - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, გართულებები მოსალოდნელია და ამიტომ, პაციენტი კლინიკაში დაახლოებით 5 დღე დარჩება.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გუშინ ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფეხბურთის სტადიონზე და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 ბავშვია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა