დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის კონკურსი „ახალგაზრდა ხელოვანი“  საზეიმოდ დაიხურა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტი - „ახალგაზრდა ხელოვანი“ კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის მიზანია მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი, ასევე, აღმოაჩინოს ნიჭიერი პროზაიკოსები და მხატვრები.

სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პროექტის კონსულტანტებმა: პოეტმა პაატა შამუგიამ, მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა, მხატვრებმა გოგა ჯაფარიძემ და ნინო ქოქიაშვილმა. მათ თავიანთი რჩეულები დაასახელეს და საჩუქრები გადასცეს.

კონკურსების რჩეულები ლიტერატურაში ელენე მესხი და ანდრია კიკონიშვილი გახდნენ, ხოლო მხატვრობაში ელენე არაბიძე და ლუკა გოგიტაძე.

ამასთან, მხატვრულ კონკურსში კონსულტანტების მიერ შერჩეული 12 მონაწილე წელიწადის თორმეტი თვის თემატიკაზე ნახატებს, ხოლო ლიტერატურული კონკურსის 24 მონაწილე ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქმნიდა.

მონაწილეების მიერ შექმნილი ნახატებით 2019 წლის კედლის კალენდარი აიკინძება, ნაწარმოებებით კი წიგნის კრებული გამოიცემა. წიგნი ასევე ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება და განკუთვნილი იქნება მცირემხედველთათვის და უსინათლოებისთვის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს