ელექტრომობილებისთვის მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე სპეციალური უფასო  სადგომები გამოიყოფა

დედაქალაქის მერია ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნულ პროექტებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე ისაუბრა. მერის თქმით, ელექტრომობილებისთვის მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე სპეციალური სადგომები გაკეთდება, რომელიც უფასო იქნება.

„ელექტროავტომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომელზეც სხვა ავტომობილებს დაყენების უფლება არ ექნებათ. გარდა ამისა მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს. იმ ადამიანებს, ვისაც საკუთრებაში ელექტრომობილები ჰყავს, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ჩვენ უფასოდ მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს, იმისთვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მანქანის დატენვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს