სოფო კილაძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე - ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტირებას ახდენს

ოპოზიციის მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაცია მოახდინონ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კილაძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს. კილაძის თქმით, მას ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ოპოზიცია მის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.

"რუსეთი, ბუნებრივია, მოწოდებულია, რომ ყველანაირი საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს გამოუვა. ოპოზიციის ასეთი ხმაური გასაგებია. მათი მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოება იღებს დემოკრატიულ, ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ საზოგადოების აზრი სულ სხვაა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის". თვითონ წიგნი მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტირებას ახდენს. მე ვიცი, სალომე ზურაბიშვილის განწყობა და ვიცი, რომ ის იზიარებს იმ პათოსს, რასაც იზიარებს ჩვენი გუნდი მთლიანად - რუსეთმა დაიწყო ომი, თუმცა სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა ხელი შეუწყო იმ საზიზღარი გეგმის განხორციელებაში,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი