დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წლიდან ქართულ სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობს

რედკომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გუდაურის განვითარების პროცესში - აღსანიშნავია ძალიან საინტერესო ფაქტი - სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი ეკავა. გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. ახალი საბაგიროები მსოფლიოში საუკეთესო ფირმების “დოპელმაიერისა” და “პომას” იქნება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.

გენერალური გეგმის მიხედვით, რედკო გუდაურში 26 შენობას ააშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს.

ჩვენ ვმუშაობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან, მსოფლიოში ცნობილი მაღალი კლასის სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებთან და მსოფლიო დონის საპროექტო ფირმებთან, მათ შორის ecosign-თან, რომელმაც გუდაურის განვითარების 5 წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა.

კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს მრავალ პროექტს როგორიცაა:

კურორტი ახალი გუდაური - 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი

ბათუმი თაუერი - უნიკალური კომლექსი, რომელიც მოიცავს 5* სასტუმროს le meridian Batumi, სამორინეს და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას

სასტუმრო Radisson blu gudauri

აპარტოტელი ბაკურიანში

საცხოვრებელი სახლი თბილისში

რესტორანი ძველი ბულვარი

დეველოპელურ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია უზრუნველყოფს კომპანიების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას და ხარისხის სტანდარტების ზრდას.

ტურისტული ბაზარი საქართველოში დღითი დღე იზრდება, რაც ქმნის მყარ გარანტიას იმისა, რომ საკურორტო ზონაში ნაყიდი ბინა ყოველთვის მოუტანს მფლობელს შემოსავალს. აპარტ-ოტელების სისტემა ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა საქართველოში ის შედარებით ახალია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვლიდერობთ ამ სფეროში.

2018 წლის მაისში საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვა, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს ეროვნულმა სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან და იტალიელ ექსპერტებთან ერთად უკვე დაიწყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადება. ამ ეტაპზე გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო არეალების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გუდაურს გახდეს პოპულარული და ტურისტებისთვის მიმზიდველი.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა