დისტრიბუციის მანქანების ღამის საათებში გადადგილების ინიციატივაზე მუშაობა დროებით შეჩერდა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის განხილვა, რომელიც დისტრიბუციის მანქანების ღამის საათებში გადადგილებას ეხება, დროებით შეჩერდა. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ ღამის დისტრიბუციის საკითხზე მსჯელობა 2019 წლამდე გადაიდო, ამოქმედება კი შესაძლოა, 2020-21 წლებში მოხდეს. მისი თქმით, იმ დრომდე, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტები არ შემცირდება, დისტრიბუტორები ისევ დღის საათებში იმოძრავებენ.

ამასთან, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დისტრიბუციის ღამით გადატანა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებდა, რადგან პატარა სავაჭრო ობიექტები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ და ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობაც გაიზრდებოდა.

„ჯერჯერობით საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. ამ ეტაპზე დისტრიბუციის ღამით გადატანა არ იგეგმება. საუბარი განახლდება 2019 წელს, როდესაც საცალო სავაჭრო ობიექტები შემცირდება და შედარებით ნაკლები საფრთხის წინაშე ვიქნებით ჩვენც, რათა ქსელში მეტი ამოუღებელი თანხები აღარ დარჩეს და ამდენი დაუსაქმებელი ადამიანი არ იყოს. მერე უკვე შედარებით ლოგიკური იქნება ამ თემაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშო, რომ დღის განმავლობაში, როდესაც სადისტრბუციო მანქანები დადიან, საცობს ნამდვილად არ ქმნიან. საცობის გამომწვევ მიზეზებს შორის, პროცენტულად შეიძლება 1% ეკავოს სადისტრიბუცო მანქანებს“, - აცხადებს ივა ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებს ღამის საათებში ემოძრავათ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიან.

იხილეთ სტატია

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ