გია ვოლსკი - ლონდონის სასამართლო საკმაოდ ავტორიტეტულია და იქ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს

ლონდონის სასამართლო საკმაოდ ავტორიტეტულია და იქ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დეზინფორმაციის გავრცელების გზით მოქმედებს და რეალურად თანხის გადახდა არც სახელმწიფო ბიუჯეტში სურს და არც საკუთარი თანამშრომლებისათვის.

„ეს ადამიანი აკეთებს ჩანაწერებს, გამოდის განცხადებებით და ბიუჯეტში თანხას არ იხდის. ის აშკარად იტყუება, როცა ამბობს, რომ არანაირი შეთავაზება კომპრომისთან დაკავშირებით არ ჰქონდა. ეს არის თაღლითობა და ხელისუფლება ვალდებულია „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გასცეს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს