ქეთევან ციხელაშვილი  მედოევის იტალიაში „ვიზიტზე“ - ეს იყო კერძო ინიციატივა და საერთო ვერ ექნება იტალიის სახელმწიფოს პოზიციასთან, რომელიც არის ძალიან მკაფიო და ცალსახა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში „ვიზიტი" იყო კერძო ინიციატივა და საერთო ვერ ექნება იტალიის სახელმწიფოს პოზიციასთან, რომელიც არია ძალიან მკაფიო და ცალსახა.

მისივე თქმით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ამ ფაქტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ - რუსეთის ფედერაცია მისი წარმომადგენლობების მეშვეობით უკვე 10 წელია უშედეგოდ ცდილობს, რომ ე.წ. აღიარების პოლიტიკა აწარმოოს, რასაც არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია და მეორე ის არის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პატარა დასახლებებში მსგავსი ფაქტები ხდება. არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ იტალიის მხარე, მისი ხელისუფლება ერთვება ამ პროცესში და იტალიის პოზიცია არის ცალსახა. ხშირად ხდება, რომ ინფორმაციის არარსებობის, ან ნაკლებობის გამო ამგვარი შემთხვევები ფიქსირდება გარკვეულ დასახლებებში. ეს იყო კერძო ინიციატივა და საერთო ვერ ექნება იტალიის სახელმწიფოს პოზიციასთან, რომელიც არის ძალიან მკაფიო და ცალსახა. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს არის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ იმ ამოცანას მიაღწიოს, რომელსაც 10 წელია ცდილობს და ეს არ არის მიღწევადი ამოცანა, რომ აღიარების მხარდაჭერა მოიპოვოს. ამ 10 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას დამოუკიდებლობასთან საერთო არაფერი აქვს, ეს არის რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულების გამოცხადების პოლიტიკა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ფაქტზე კონკრეტულ რეაგირებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ისაუბრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა