სალომე ზურაბიშვილი - არ ვთვლი თავს ვალდებულად, ვაშაძეს რამე პასუხი გავცე

არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როცა ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმული 4 შეკითხვა დაუსახელეს.

„არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ არანაირად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ გრიგოლ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე თუ ხვალ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დაუსვამს კითხვებს იქ უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 4 კითხვით მიმართავს. ვაშაძე ინტერესდება ზურაბიშვილმა რატომ არ დაუჭირა მხარი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას დათო სარალიძის მკვლელების დასჯას, რატომ არ გამოეხმაურა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს, ასევე რატომ არ გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეს და რა პოზიცია აქვს „ქართული ოცნების“ წევრების სასახლეებზე, რომლებიც შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს