ლია გიგაური მის წინააღმდეგ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში, რომელიც გრიფირების საკითხებს უკავშირდება, მისი გვარი არ არის მოხსენიებული.

ასე ეხმაურება გიგაური ატეხილ აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ გრიფირების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიუხედავად, გიგაური სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემს წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოდ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ აუდიტის დასკვნაში, რომელიც გრიფირების საკითხებს უკავშირდება, ჩემი გვარი არ არის მოხსენიებული. იმედი მაქვს, დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის გაცნობის საშუალება ექნებათ და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. პირველ რიგში ჩემს ინტერესებშია, რომ ამ აბსურდულ პროცესს წერტილი დაესვას“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლევა მიმდინარეობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს