კახა კალაძე ოპოზიციის  ბრალდებებს ხუმრობით  პასუხობს და „ნაცმოძრაობის“ მიერ "ამომრჩეველზე ზემოქმედების ამსახველ ჩანაწერს“ ავრცელებს

თბილისის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს. კალაძემ ჟურნალისტებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც თითქოს სატრანსპორტო კომპანიის ორი თანამშრომელი საუბრობს იმის შესახებ, რომ უკავშირდებიან და ეკითხებიან, დავალების თანახმად ხმას აძლევენ თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" .

„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელსაც გამოვაქვეყნებ და აუცილებელია ამაზე გამოძიება დაიწყოს. თქვენ ახლა მოგასმენინებთ ამ ჩანაწერს, რადგან არ მაქვს საშუალება დიდ ეკრანზე გავუშვათ, ამიტომ ტელეფონით გავავრცელებ.

„გიორგი, გიორგი ხართ ხო? სატრანსპორტო კომპანიიდან გაწუხებთ. თქვენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ იყავით ოჯახით მოსული? -დიახ. -წელსაც ხომ აპირებთ მოსვლას? -რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი მომყავს. -ხმას ვის აძლევთ ხომ გაქვთ მითითება მიღებული? - რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ "ნაციონალურ მოძრაობას", ვინც დაგვაკარგინა ქვეყნის 20%. -ძალიან კარგი. -მითითება მიღებულია",- აღნიშნული იყო აუდიოჩანაწერში, რაზეც კალაძემ განაცხადა: "აი, "ნაციონალურ მოძრაობას" დავალება გაუცია სატრანსპორტო კომპანიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მისცენ ხმა როგორც 2017 წელს. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის ოპოზიციის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ცუდია და აზიანებს საარჩევნო გარემოს. მგონი, დამაკმაყოფილებელი იყო ჩემი პასუხი",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

იხილეთ ვიდეო: რა "ფარულ ჩანაწერს" აქვეყნებს კახა კალაძე

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს