სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს 24 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გერგეთის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადირაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს