დავით ზალკალიანი ლიეტუვას პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვრნელისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიეტუვას მადლობა გადაუხადა საქართველოს გამორჩეული და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ასევე, აღინიშა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის მიმართ.

„ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სეტქორული თანამშრომლობის დინამიკა. აღინიშნა, რომ ლიეტუვის დახმარების პაკეტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ლიეტუვა გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი ტვინინგის პროგრამის განხორციელებაში, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს 6 პროგრამის განხორციელება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში ძალისხმევა მიმართონ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და პოტენციალის უკეთ რეალიზებისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების პოლიტიკას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს ჩართულობას და მის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას. ასევე, აღინიშნა ქვეყნებს შორის ვიზიტორების მაჩვენებლის მზარდი დინამიკა, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის პირდაპირმა ფრენებმა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ თბილისსა და ვილნიუსს შორის მომავალი წლის გაზაფხულიდან პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა