სალომე ზურაბიშვილი - დავით უსუფაშვილის ვარაუდი მისი ვარაუდია, მე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი

დავით უსუფაშვილის ვარაუდი მისი ვარაუდია, მე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

"დღეს ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები -არ ვიცი. ვარაუდობს დავით უსუფაშვილი, რომლის მიმართ მე მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა, მაგრამ მისი ვარაუდი მისია და მე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი?!", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა დავით უსუფაშვილთან დებატებზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომ მას ამის დრო არ აქვს. "დრო არ მაქვს სამწუხაროდ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ძალიან ბევრ სხვა კანდიდატს, მაგრამ ამის დრო არ არის, რადგან ჩემი პრიორიტეტია შევხვდე საზოგადოების ყველა ნაწილს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც "შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველმა გუნდმა უნდა ისარგებლოს კონსტიტუციური მექანიზმებით და გამოაცხადოს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობის ეპოქა დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს