გიორგი მარგველაშვილი OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელიც 1999 წლიდან სისტემატურად აკვირდება ქვეყანაში გამართულ არჩევნებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს OSCE/ODIHR-თან და საქართველოს ხელისუფლება მზადაა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს მისიას ეფექტიან ფუნქციონირებაში.

შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს საკითხებზე მსჯელობას შეეხო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს