გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელს რომის პაპის ვიზიტი გაიხსენა და მას განსაკუთრებული მოვლენა უწოდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ გალაჰერს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მონახულებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების განვითარებაში მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა.

მხარეებმა ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პერსპექტივები.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს