საცობების გამო თბილისში ავტობუსები დაგვიანებით გადაადგილდებიან

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსების დაგვიანებით გადაადგილებას საცობებით ხსნიან. სწორედ აღნიშნული მიზეზი დაუსახელეს „ინტერპრესნიუსს“ მოქალაქეების ნაწილის პრეტენზიაზე კომენტირებისას.

დედაქალაქის მცხოვრებლების ნაწილის ინფორმაციით, ავტობუსს გაჩერებებზე 40 წუთი -1 საათის განმავლობაში ელოდებიან. „17:20 საათიდან ველოდებოდი რუსთაველის გამზირზე 33 ნომერ ავტობუსს. დაახლოებით, 50-წუთიანი ლოდინის შემდეგ, იძულებული გავხდი ტაქსით მესარგებლა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“.

„მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორაზე არის საცობი, რის გამოც, კონკრეტულად 33 ნომერი ავტობუსი ვერ ახერხებს ბარათაშვილის ხიდამდე გადაადგილებას და უკან დაბრუნებას. რამდენიმე ავტობუსი საცობშია. ავტობუსების რაოდენობა კონკრეტულ ხაზზე შემცირებული არ გვაქვს, ასევე არც ერთი ავტობუსი დაზიანებული და გაჩერებული არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპნიაში.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებით მუშაობის გამო „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ მიმართა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს