ნაძალადევის რაიონში შვიდ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, შვიდ მისამართზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი ხევისუბნის ქ. N12-ში ხორციელდება, სადაც 60 გრძივ მეტრზე წყალსადენის ქსელი და 150 გრძივ მეტრზე წყალარინების სისტემა იცვლება. ასევე, მონტაჟდება შვიდი საკომუნიკაციო ჭა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა, რაც პროექტის დასრულების შემდეგ სრულად აღმოიფხვრება. მოძველებული მილები ახლით იცვლება, რის შემდეგაც, შენობის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, კორპუსში მცხოვრები 81 ოჯახის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

2018 წლის იანვრიდან დღემდე, მსგავსი პროექტი 13 მისამართზე განხორციელდა. შვიდი პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჯამში, 500 000 ლარია გათვალისწინებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა