დავით ზალკალიანმა ლიეტუვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს პატივი მიაგო

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლიეტუვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს პატივი მიაგო, რომელიც 1991 წელს ვილნიუსში საბჭოთა ჯარების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას ეძღვნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ასვე მოინახულა ქართველი ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის საფლავი. ოფიცერი 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობა, მონაწილეობდა ტაბახმელასთან წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და ვილნიუსში დასახლდა.

მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სახლი, სადაც 1918 წელს ქვეყნის საბჭოს წევრების მიერ ხელმოწერილი იქნა დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც დაცულია აღნიშნულ შენობაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს