საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მანანა კობახიძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, მოსამართლე მანანა კობახიძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში განუზომლად დიდია თავისუფალი მედიის როლი, ღია მმართველობის დამკვიდრებისა და კორუფციის ფაქტების გამოვლენის თვალსაზრისით. ამავდროულად, მედიასაშუალების მიერ არაზუსტი, სათანადოდ გადაუმოწმებელი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას, მოსამართლის დეკლარირებული ქონების წარმომავლობის კანონიერების თაობაზე, თან ახლავს მოსამართლის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცრუ შთაბეჭდილების შექმნისა და მისი რეპუტაციის შელახვის რისკი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმედოვნებს, რომ მომავალში მედიასაშუალებები მეტ ყურადღებას გამოიჩენენ მსგავსი საკითხების გაშუქებისას და თავს შეიკავებენ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, - ნათქვვამია განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს