ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“-სთვის კანდიდატების მესამე ნაკადი შეარჩია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“-სთვის კანდიდატების მესამე ნაკადი შეარჩია. გაცნობითი სემინარი უნივერსიტეტში დღეს გაიმართა, სადაც მენტორებმა კონკურსანტებს ის შესაძლებლობები გააცნეს, რომლის გამოყენებაც „ისრაელის ტექნოლოგიურ ჰაბთან“ თანამშრომლობით შეიძლება. პროექტი „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“ გულისხმობს IT სპეციალისტების 6-თვიან გადამზადებას და მათ დასაქმებას საერთაშორისო პროექტებში. თითო ნაკადი 30 მონაწილისგან შედგება. ისინი კურსის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან საერთაშორისო პროექტებზე და მიიღებენ მაღალანაზღაურებად სამუშაოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტის მენეჯერმა, ზურაბ პერტაიამ განუცხადა, პროექტი კურსის მონაწილეებს ცოდნისა და გამოცდილების ამაღლების, ასევე მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რასაც პირველი და მეორე ნაკადის მონაწილეთა წარმატებებიც ადასტურებს. მისივე თქმით, პროექტი საშუალებას იძლევა, კურსანტი ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო დონეზე.

„ეს უნიკალური შესაძლებლობაა დასაქმების, გამოცდილების გაზრდის და რაც მთავარია ანაზღაურებადი სამსახურისთვის. სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ, რომ პროგრამირებაში სხვადასხვა მიმართულებები დავამატოთ “, - აღნიშნა ზურაბ პერტაიამ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის“ თანამშრომლობის საფუძველზე, გადამზადებულ ბენეფიციარებს დაასაქმებს მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, როგორიცაა Benish Group, Archi Group, TMH Marketing Hub, Icetech, Digitalblvd, Icelotto, Interacting Technology და სხვა მრავალი საერთაშორისო კომპანია.

პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული საინიციატივო პროექტი დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმირებაში და გაზრდის ქართველი კადრების მიმართ საერთაშორისო ბაზარზე ინტერესს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს