ბიძინა ივანიშვილი - არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს, ფარცხალაძემ და მისმა ადვოკატმა ყველა კითხვას უპასუხეს

არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფარცხალაძემ და მისმა ადვოკატმა ყველა კითხვას უპასუხეს. ივანიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, როგორც მოქალაქეებმა, პროკურატურას მიმართონ.

„ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ადვოკატმა, ქონებასთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გასცეს პასუხი და თუ რამ კითხვა დაგრჩათ, თქვენ, როგორც მოქალაქეს შეგიძლიათ პროკურატურას მიმართოთ. არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს