ბიძინა ივანიშვილი - თუ შევხედავთ საგარეო კურსს, ყველას შურს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის

უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფომ მაქსიმალური მცდელობა უნდა მიმართოს ამ მიმართულებითაც. „საგარეო საფრთხეები არის ყოველდღიური, მაგრამ თუ შევხედავთ საქართველოს საგარეო კურსს, ყველას შურს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის. ვისაც მე ვიცნობ, მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ხუმრობით ამბობს ყველა, ნახევრად შურით და ნახევრად შექებით, როგორ ახერხებთ ამასო. დღეს ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო მთავარ პარტნიორად – აშშ. ასეთი ახლო ურთიერთობა აშშ–სთან არასდროს გვქონია. ასევეა ევროპის მიმართულებით. მეზობლებთან გვაქვს დაბალანსებული ურთიერთობა. ასევე უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. მაქსიმალური მცდელობა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ხმებს ცილისმწამებლურს უწოდებს. „რა თქმა უნდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები არასწორია. არანაირი ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებები იქ არ მზადდება. ეს არის ცილისმწამებლური განცხადებები. მე ვფიქრობ, ეს საკითხები უკვე დავიწყებულია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა