ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერთა იმ ნაწილს, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს

ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერთა იმ ნაწილს, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს. ივანიშვილის განცხადებით, ასეთი ადამიანები არსებობენ, რასაც ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული ელექტორატი საბოლოოდ გააქტიურდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„მივმართავ საზოგადოებას, ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული და არ უჭერენ მას მხარს, ეს კვლევებშიც ჩანს - დიდი შანსი გვაქვს პირველივე ტურში გავიმარჯვოთ, მეორე ტურში კითხვის ნიშანიც არაა.

მინდა მივმართო ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერთა იმ ნაწილს, რომელიც დღეს კიდევ მერყეობს ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით. ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და გთხოვდით, აქტიურები იყავით 28 ოქტომბერს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს