ბიძინა ივანიშვილი - არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივები, რომლებიც შეფარულად შევიდნენ სამოქალაქო საზოგადოებაში და ამ ნიშნით თავს ესხმიან სხვებს

არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივები, რომლებიც შეფარულად შევიდნენ სამოქალაქო საზოგადოებაში და ამ ნიშნით თავს ესხმიან სხვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო სექტორის ნაწილის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, კარგად იცის სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობა, თუმცა ის ტერმინოლოგია, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, ზუსტად შეესაბამება არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეული ნაწილის და „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ქმედებებს.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე გააკრიტიკა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური და განაცხადა, რომ ის არ არის სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენელი. ივანიშვილი აქცენტს, გიგაურის სასამართლოში გამოუცხადებლობაზეც აკეთებს.

„ეკა გიგაური რატომღაც დაჟინებით არ მიდის სასამართლოში, კი ჩივის, მაგრამ დაუმტკიცეს სხვა რაღაცებიც, ის კაპიტანიც იყო. ეკა გიგაური არ არის ეტალონი და არ არის საუკეთესო წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების. სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მათი ფასიც და აზრიც ძალიან კარგად იცის ირაკლი კობახიძემ, მაგრამ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლები გინდათ წარმოაჩინოთ ამ ნაწილში, რომლებიც ისეთივე ტერმინოლოგიით თავს ესხმიან ხელისუფლებას და სალომე ზურაბიშვილს, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივები, რომლებიც შეფარულად შევიდნენ სამოქალაქო საზოგადოებაში და ამ ნიშნით თავს ესხმიან სხვებს. საკმარისია მათ პასუხი გასცენ და იმ წუთში თავდასხმად თარგმნიან. ისინი არიან ისეთივე აქტიურები, ისეთივე პოზიციები აქვთ მათ. იმ კონკრეტულ ქეისებზე გააკეთა ირაკლი კობახიძემ განცხადება და აბსოლუტურად ადეკვატური.

გვარამიამ იხმარა ისეთი გამონათქვამები, რომელიც არაფერს ექვემდებარება და მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისთვის. უკეთესი იქნებოდა და ირაკლისაც ვუთხარი, რომ მას იგივე ფაშიზმი არ ეთქვა, თუმცა ეს ტერმინები აბსოლუტურ შესატყვისობაში მოდიოდა „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელის სამარცხვინო გამონათქვამებთან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს