ირაკლი სესიაშვილი „ვარშავის 2018 წლის უსაფრთხოების ფორუმში“ მონაწილეობს

ვარშავაში ნატო-ს მხარდაჭერით და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „ვარშავის 2018 წლის უსაფრთხოების ფორუმი“ იმართება. საერთაშორისო კონფერენციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი ესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ფორუმზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებისა და შეიარაღების საკითხებში შესაბამისი ეროვნული სამსახურების უფროსების შეხვედრა გაიმართება, სადაც სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შესყიდვის მეთოდები და შესყიდვის პროცესზე ეფექტური სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმები განიხილება.

ასევე, ფორუმის მონაწილეები დახურულ ფორმატში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ზოგადად სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს, შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა