გია ვოლსკი - თუკი კანაფის კულტივაციის პროექტს ავტორები პარლამენტიდან გაიწვევენ, იმის მანიშნებული იქნება, რომ საზოგადოების წინააღმდეგ რაღაცას კონსპირაციულად აპირებდნენ

თუკი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ პროექტს ავტორები პარლამენტიდან გაიწვევენ, ეს იმის მანიშნებული იქნება, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღაცას კონსპირაციულად აპირებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, პროექტის გაწვევას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ეს სპონტანურად არ უნდა მოხდეს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, შეცდომა იყო კანონპროექტზე მსჯელობის სპონტანურად დაწყება ისე, რომ თემის ირგვლივ სიღრმისეული განხილვები არ გამართულა.

„ვფიქრობ, მარიხუანას კულტივაციის თემის გაშუქების ძალიან სერიოზული დეფიციტი იყო. მთლიანობაში ისეთი აზრი შეიქმნა, რომ საქართველოში პლანტაციები უნდა გაშენდეს და ამ პლანტაციებიდან შავი ბაზარი მომარაგდეს. თუკი საზოგადოებაში ასეთი განცდა გაჩნდა, პროექტის ავტორი ვალდებულია, საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს, რა იგულისხმება ინიციატივაში და რა რესურსი და შანსი არსებობს, რომ საქართველომ რაღაც აწარმოოს ფარმაცევტული და კოსმეტიკური დანიშნულებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

“კანფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს