ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით თვალავაძის დაცვის მხარემ მიმართა, რის საფუძვლადაც მან დაკავებულის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

„ჩავატარეთ ექსპერტიზა. გიას მდგომარეობა არის რთული. შესაბამისად, ექსპერტის პასუხები წარვიდგინეთ სასამართლოს და მოსამართლემაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა აფციაურმა.

პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. სუს-ისვე ინფორმაციით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 26 სექტემბერს კი გია თვალავაძე ციხიდან ჩაფიძის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე