შსს - მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ დაკავება თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დაკავებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, „ლავასოღლის“ დაკავება თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

„ლავასოღლი“ თურქეთის ქალაქ ტრაბზონში აიყვანეს.

„რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც ინტერპოლის მიერ ძებნილი მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტირებული ცეცხლსასროლი იარაღი“, - იუწყება თურქული მედია.

მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული. გორაძე 36 წლისაა.

იხილეთ ვიდეო: თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დააკავეს

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ