ბიძინა ივანიშვილი - გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერი  გამოვიდა და როგორ სიტყვებს ხმარობენ ქალბატონის მიმართ, რომელსაც მე მოწიწებით ვექცევი

ერთ წელიწადში აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებთ პარტიას. ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მის ხელისუფლებაში დაბრუნებას ორი მიზანი აქვს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პირველი მიზანი არის ის, რომ არავის დარჩეს იმის ცდუნება, რომ სახელმწიფოს დაშანტაჟება შეუძლიათ, ხოლო მეორე მიზანი - პარტიისა და მენეჯმენტის გაძიერებაა.

„ერთ წელიწადში აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებთ პარტიას. ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ. ამით გაქრება უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცეებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სახელმწიფო იოლად ამოაყირაონ. გასაგებია ახლა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი, რომელთა ნაწილი გაქცევაშია, რა სიტყვებს ხმარობენ. გუშინ გამოვიდა მათი ლიდერი და პრეზიდენტი და როგორ სიტყვებს ხმარობენ ამ ქალბატონის მიმართ, რომელსაც მე მოწიწებით ვექცევი, რამეთუ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია.

ჩემი დაბრუნების აზრი ორად რომ გავყოთ ასე გამოვა - პირველი არის ის, რომ აღარ დარჩეს იმის ცდუნება, რომ სახელწიფოს დაშანტაჟება შეუძლიათ ვიღაცეებს, მათ შორის კრიმინალებს, ან ბიზნესმენებს, რომლებსაც რაღაცის გადახდა არ უნდათ ბიუჯეტში, ან ბიზნესმენებს, რომლებმაც რაღაცა დააშავეს და მერე გარბიან სააკაშვილთან და გვარამიასთან. ჩემი მოსვლის მეორე მიზეზი არის, რომ ამ ყველაფერს ძალიან ზუსტი მენეჯმენტი სჭირდება, რომ არ დარჩეს ცდუნება მათ, ვინც კანონის გვერდის ავლით ცდილობენ სახელმწიფოს ავნონ. ასევე უფრო სწორია ის, რომ უფრო ეფექტური უნდა გახდეს ჩვენი ხელისუფლება, რამეთუ ჩვენ ჩვენი სიღარიბე უნდა დავძლიოთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა მთავრობაში განხორციელებული გადაადგილებების მსგავსად, ცვლილებები სხვა სტრუქტურებშიც განხორციელდეს. მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ პარტიაში ახალი სახეები შემოვლენ.

„მთავრობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მომხდა პატარა ცვლილებები და გადაადგილებები, მაგრამ ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება. წინა პრემიერ-მინისტრებს თუ გავიხსენებთ, გინდაც ღარიბაშვილს და გინდა კვირიკაშვილს, არაფერი კატასტროფული არ მომხდარა არც ერთ შემთხვევაში. პირველი ეტაპი ძალიან კარგად დაიწყო კვირიკაშვილმა რამდენიმე თვე, თუმცა ასეთი ტემპები აღარ გვაწყობს, მართვის სტილის ასეთი ეფექტურობა არ არის საკმარისი. აი, მთავრობის კარგი მაგალითია, რა გადაადგილებებიც მოხდა მასში. მსგავსი გადაადგილებები შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სტრუქტურებში და პირველ რიგში, პარტიაში. პარტიის როლს გავზრდი და ძალიან ბევრი ახალი სახე შემოვა პარტიაში,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა