ბიძინა ივანიშვილი - თუ ჩინოვნიკებს ასე უსამართლოდ დავადანაშაულებთ, აღარავინ მივა მთავრობაში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ძალიან ბევრმა ღირსეულმა ადამიანმა საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარი თქვა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, როცა მან პირველად გააჟღერა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, მხარი არავინ არ დაუჭირა.

„რუსთავი 2“-მა გამოიტანა ამდენი ჩინოვნიკის სასახლეები, არავის არაფერი არ შეეკითხა და მთელი საზოგადოება დაზაფრა, რომ საოცრება ხდება. მეუბნებოდნენ, არ გაბედო და ეგენი არ დაიცვაო. რატომ არ უნდა დავიცვა ვერ გავიგე. სად იკვეთება დანაშაული? „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ როგორმე ხელისუფლება დაანგრიოს, რადგან ეგენი კანონის გზით ვეღარ მობრუნდებიან. სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი ქართული სასამართლოში, არავინ არ მიიღებს კანონიერად მაგათ, აღარც ევროპა, აღარც ამერიკა. რევოლუცია არის ერთადერთი გზა და აქეთ ილტვიან. საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ თუ ჩინოვნიკებს ასე უსამართლოდ დავადანაშაულებთ, აღარავინ აღარ მივა მთავრობაში. ხელისუფლება აუცილებელი ინსტრუმენტია, რაც სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. არ შეიძლება ჩინოვნიკის დაუსაბუთებლად ცემა და მუდმივად გინება. ეს მხოლოდ ერთს ემსახურება, რომ როგორმე დავაკნინოთ ეს პროცესი და არავის აღარ გაუჩნდეს სურვილი, მივიდეს სახელმწიფოს მართვაში. ამის მაგალითები გვაქვს, რთულია კადრების მოძიება. როცა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დავასახელე პირველად, ვთქვი და გავჩერდი, მხარი არავის დაუჭერია. კვირიკაშვილმა და სხვებმაც გააგრძელეს კანდიდატურების მოძიება. უამრავმა ღირსეულმა ადამიანმა თქვა უარი, კვირიკაშვილს სახე არ ჰქონდა, სამმა ადამიანმა მითხრა ერთ დღეს უარიო. მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ არავის აღარ უნდა ამ ლაფში შემოსვლა. აბა ნახეთ რას იტანს სალომე ზურაბიშვილი. ასევე გინდათ, რომ წესიერი კაცი აღარ მოვიდეს ხელისუფლებაში?“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია