პედაგოგის ინფორმაციით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა

გორის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგის, მერი მამისთვალოვის განცხადებით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 33 წლის მამაკაცს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა.

„გადაუღია ბავშვისთვის სურათები, როგორც ჩანს, სანამ ქუჩაზე მოძრაობდა“, – განაცხადა პედაგოგმა.

მერი მამისთვალოვისთვის უცნობია რა გახდა გოგონას მკვლელობის მიზეზი.

მისივე თქმით, ბავშვის ბებიასგან მოისმინა, რომ გოგონას კისერზე სიწითლე აღენიშნება.

გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს