ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციაზე  - განვითარებისთვის ერთ-ერთ ვარიანტად ეს მიმაჩნდა - მიუღებელია? არ გაკეთდება!

კანაფის კულტივაციის თემა „ნაცებმა“ აიტაცეს აი, ინგრევა ყველაფერიო; ნახევარი ნარკომანია, თვითონ ახასიათებენ ერთმანეთს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს თემა „ნაცებმა“ აიტაცეს აი, ინგრევა ყველაფერიო; ნახევარი ნარკომანია, თვითონ ახასიათებენ ერთმანეთს. ის განწყობა და განცდა, რაც საზოგადოებიდან წამოვიდა, დავინახეთ და გავჩერდით. განსაკუთრებით საპატრიარქო აქტიურობდა და მათ აქვთ ამის უფლება. „ნაცებს“ შევახსენე, რომ არ ჰქონდათ უფლება. მაშინ კვესიტაძე მეჯდა იქ და არ დამაცადა. ვუთხარი, რომ მათ შორის თქვენი დირექტორი გვარამიაც მოიხმარს მძიმე ნარკოტიკს. კოკაინს შეახსენებენ მას. კოკაინით რომ იყავი მთვრალიო... თქვენი ლიდერიც გაურკვეველ სიტუაციაში უნახავს ბევრჯერ საზოგადოებას-თქო. როცა თქვენ ზრუნავთ საზოგადოებას რამე არ დაემართოს, ეს არ მიიღება, რადგან პირიქით მაგალითები გვაქვს უამრავი. რა თქმა უნდა, ვიზიარებთ საპატრიარქოს და საზოგადოების პოზიციას, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არანაირ კანონპროექტს არ მიიღებს, თუ საზოგადოების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერა არ იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კანაფის ექსპორტიდან მიღებული ერთი მილიარდითაც კი ქართული ეკონომიკის მაჩვენებლები შეიცვლება და სხვა ტიპის ქვეყანა გავხდებით.

„აქედან მილიარდი მოგება არ იქნება, მილიარდის და შეიძლება 2 მილიარდიც იყოს ექსპორტი. ვინც სოფლის მეურნეობა იცის, ჩვენ რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი მილიარდი დოლარის ან მილიარდი ევროს ან 2 მილიარდის გავყიდოთ, პრინციპულად იცვლება ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებლები და ვხდებით სხვა ტიპის ქვეყანა, სხვანაირი რეიტინგების. ეს არის დიდი ხიბლი, მაგრამ ამას ქვეყანა და საზოგადოება არ უნდა გადავაყოლოთ. რატომ მაინცდამაინც მარიხუანა?- იმიტომ, რომ ამის ბაზარი და მოთხოვნაა. ბაზარი არაა იოლი თემა, თან ამხელა 500-პროცენტიანი რენტაბელობა. საუბარია სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაზე. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, სანამ მარიხუანას კულტივაციამდე მივალთ და წარმოებამდე მიიტანენ, იქ შევლენ ახალგაზრდები, დაკრეფენ და გამოიყენებენ ნარკოტიკად და ამას ვერ დაიცავს ქართული პოლიცია. გასარკვევია, დასალაგებელია, სიღრმეებში ვერ წავალთ, მაგრამ... ერთ-ერთ მეუფეს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მასთან მქონდა ჩაჭიდებული საუბარი ამასთან დაკავშირებით, მეუფე თეოდორესთან, რომელიც ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ, ისიც მაკრიტიკებდა. კითხვა აქამდე მივიყვანე - რომ ჩვენ რა უბედურება გვჭირს, ამდენი ქვეყანა ახერხებს და ჩვენ რატომ ვერ მოვახერხებთ?! შევაჩერეთ და არც ერთ შემთხვევაში არ დავიწყებთ, არ მიიღებს კანონს პარლამენტი, თუ არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. მაგრამ ის, რომ სიღარიბე გვაქვს, ის, რომ ეკონომიკა ისეთია, როგორიც არის, მე ვეძებ ნებისმიერ კანონიერ ბიძგს გარედან, როგორც არ უნდა დავალაგოთ კანონმდებლობა და ბიზნესის განვითარებისთვის კანონმდებლობა დღეს იდეალურია, შიგნით როგორც არ უნდა ვიხარშოთ ვერ განვვითარდებით. განვითარებისთვის ერთ-ერთ ვარიანტად ეს მიმაჩნდა. მიუღებელია? - არ გაკეთდება!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია