თსსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი“ გაიხსნა

თსსუ–ში საერთაშორისო კონფერენცია – „სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი“ გაიხსნა.

2- დღიანი საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საჩხერეს რეგიონული ჰოსპიტალის, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის გახსნას სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეები ავთვისებიანი სიმსივნეების და სხვა ქრონიკულ დაავადებათა განვითარებაში რადიაციული, ქიმიური და გარემოს სხვა რისკ-ფაქტორებისადმი ადამიანის მგრძნობელობის მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ. წარმოდგენილ იქნა ექსპერიმენტული, კლინიკური და პოპულაციაზე ბაზირებულ გამოკვლევათა შედეგები უჯრედული რადიომგრძნობელობის მოლეკულური მექანიზმების, ფიზიოლოგიურ სისტემათა ადაპტაციურ-კომპენსატორული რესურსისა და ჰორმეზისის ფენომენის როლზე ადამიანის გარეშე ზემოქმედებებისადმი მგრძნობელობის ფორმირებაში. ასევე, ჯანმრთელობის გენეტიკური რისკისა და კლინიკური გენეტიკის რიგი აქტუალური საკითხები.

„კონფერენციაზე უახლესი მიღწევების დემონსტრირება მოხდება და საშუალებას მოგვცემს, პროფესიონალთა შორის ახალი ურთიერთკავშირები დამყარდეს. ვფიქრობ, ასეთი კონფერენციები ჩვენი უნივერსიტეტის პოტენციალს უკეთ წარმოაჩენს“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

კონფერენციის მუშაობაში საერთაშორისო ექსპერტები და ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ.

27 ოქტომბერს კონფერენციის მეორე ნაწილი საჩხერეში, სასტუმრო - „საჩხერე გარდენსში“ გაიმართება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს