ტერიტორია, სადაც 8 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, სამართალდამცავებმა დღესაც დაათვალიერეს

გორში, მდინარე ლიახვის სანაპიროსთან, სადაც გუშინ ღამით 8 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ. სამართალდამცველებმა ის ტერიტორია დაათვალირეს, სადაც ცხედარი იპოვეს.

"პოლიცია აქ წუხელ მთელი ღამის განმავლობაში იყო. ახლაც მოვიდნენ სანაპიროსთან... არ ვიცი,საშინელება მოხდა. მიჭირს საუბარი. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო", - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას ნათლიამ.

გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს სასულიერო პირებმა.სამძიმარზე იმყოფებოდა მეუფე ანდრია. მწუხარება გამოთქვეს გოგონას მასწავლებლებმა.

"ყველანაირად მოწესრიგებული ბავშვი იყო, სწავლით, ყოფაქცევით.ვინ გაიმეტა ასე,ძალიან გვიჭირს საუბარი", - განაცხადა პედაგოგმა.

გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს