8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი - იაგო ნებიერიძე წარსულშიც ბავშვის გატაცებაზე იყო დაკავებული

გორში მოკლული 8 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულის მეზობლების ნაწილის ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე 9 წლის წინ ბავშვის გატაცებისთვის დააკავეს.

როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გატაცებულს ნებიერიძე მალავდა.

„მსგავს სიტუაციაზე იყო დაკავებული, ბავშვის გატაცებაზე, ასეთი რამე გავიგე. დასამალი არაფერი არ არის. ეს ვიცი, რომ ვიღაც გოგო დაიჭირეს და ეს ნებიერიძე მალავდა. დეტალები ნამდვილად არ ვიცი“,- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

თუმცა, დაკავებულის დედის ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. ნუნუ ნებიერიძე ამბობს, რომ მისმა შვილმა ქალისთვის ტელეფონის წართმევა სცადა, რის გამოც, 9-წლიანი სასჯელი მოიხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება